გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიების შედეგად, ხე ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული. ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, მეორე მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს კი ვადა ჰქონდა გასული, რაც ასევე ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევას წარმოადგენს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
კომენტარები