NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სალაყაიას მხარის გავრცელებული ინფორმაციით, თავად სალაყაიაც რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული!“

„სალაყაიას მხარის გავრცელებული ინფორმაციით, თავად სალაყაიაც რუსულ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული!“

19 მარ 2018 ახალი ამბები 625 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მას შემდეგ, რაც ყველა სამართლებრივი დოკუმენტით დადგინდა, რომ გიორგი სალაყაია არასდროს ყოფილა „ბადაგონის“ დამფუძნებელი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათი თქმით „გაკოტრებულ კომპანიას“ ბანკები მილიონობით სესხს აძლევდნენ, სალაყაიას საინფორმაციო მხარდამჭერებმა ახალი ტიპის საინფომაციო კამპანია დაიწყეს, რითაც ფაქტობრივად აცხადებენ, რომ „ბადაგონს“ რუსული სპეცსამსახურები აფინანსებდნენ.

დაბალრეიტინგიან უკრაინულ და ლატვიურ საიტებზე გავრცელდა ინფორმაციები, რომელთაც აშკარად ეტყობათ დაფინანსებული სტატიების კვალი და რომელიც ზოგიერთმა ქართულმა  სააგენტომ შემდეგნაირად „თარგმნა“:
„ხვდება თუ არა საქართველოს ფინანსური პოლიცია, რომ „ბადაგონის“ საქმეში „გრუ“-ს აგენტების დაკვეთას ასრულებს?“

„გადამწყვეტი ბრძოლა „ბადაგონისთვის“! – დასავლური მედია რუსეთის სპეცსამსახურებისა და საქართველოს მთავრობაში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას“

სხვათა შორის, ამ თემაზე ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საინფორმაციო გამოცემა for. Ge-მ ადვოკატ იმედა დვალიძეს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ბოდიში მოუხადა – გამოცემამ აღიარა დაშვებული შეცდომა კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით უკრაინული ვებგვერდიდან გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ფოტოს არასწორად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და კომპანიის ინვესტორების ადვოკატს იმედა დვალიძეს ბოდიში მოუხადა.

ერთი სიტყვით, უკრაინულ და ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,  თითქოს ბადაგონის დამფუძნებლების და ერთადერთი ინვესტორი კომპანიის  “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის”  უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან და რომ თითქოს „გრაკორო“ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქტივობებს აფინანსებდა. ადვოკატი იმედა დვალიძე ბრალდებებზე და რუსულ კავშირებზე მოდავე მხარეს კითხვებით მიმართავს:

„მე მაქვს ერთი კითხვა სალაყაიასთან: „გრაკორო“ როცა დაფუძნდა, 2002 წელს, მაშინაც მისი ბენეფიციარი პატივცემული ჯანჯღავა იყო და ჯანჯღავა მაშინაც რუსეთის მოქალაქე იყო. რუსეთის მოქალაქე იყო უბილავაც, რომელსაც ფული მოჰქონდა კომპანია „ბადაგონში“, „გრაკოროს“ მეშვეობით. ანუ გამოდის, რომ რუსულმა სპეცსამსახურმა, ქართული ღვინის წარმოებაში, „გრაკოროს“ მეშვეობით მოიტანა 20 მილიონ დოლარზე მეტი?! ანუ ინვესტიცია განახორციელა რუსულმა სპეცსამსახურმა საქართველოში „გრაკოროს“ მეშვეობით?! ეს არის ლოგიკა?! ანუ ლოგიკა მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს რუსული სპეცსამსახურის ფრთის ქვეშ მყოფმა კომპანიამ განახორციელა საქართველოში 20 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტირება?!

და მეორე კითხვა: ახლა გახდა ცნობილი პატივცემული სალაყაიასთვის, რომ თურმე  ეს კომპანია რუსული სპეცსამსახურის შვილობილია?! იმას რა ვუყოთ, რომ თვითონ სალაყაია ფლობს კომპანია „გრაკოროში“ 19 %-ს და თავად ბატონი სალაყაია გახლავთ ამ კომპანიის რეგისტრირებული მდივანი? რა გამოდის ნახეთ – სალაყაია იმ კომპანიაშია, რომელიც ახორციელებდა ინვესტირებას საქართველოში და რომელიც სალაყაიასვე ფრთის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურის ფრთის ქვეშაა! ანუ გამოდის, რომ თვითონაც იქ არის – რუსულ სპეცსამსახურებთან?!

დავა „ბადაგონის“ კანონიერ მესაკუთრეებსა და კომპანიის წილის 100%-ის ამჟამინდელ მფლობელს გიორგი სალაყაიას შორის გრძელდება. სამართალდამცავები საწარმოს და ქონების მითვისების საქმეს იძიებენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლით რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ითვალისწინებს და 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

“აქ არ მიმდინარეობს ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია. ეს არის სამართლებრივი ბრძოლა ბატონი სალაყაიას მხრიდან კანონიერი მესაკუთრეების  კუთვნილი წილის მიმთვისებლის წინააღმდეგ.  ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არის პროვოკაციული მცდელობა ყურადღების სხვა სიბრტყეში გადატანის მიზნით.

ბატონი სალაყაია დანაშაულის დაფარვას იმით ცდილობს, რომ გადააქვს საკითხი პოლიტიკურ სიბრტყეში. აქამდე საერთოდ უარყოფდნენ, რომ  „გრაკოროს“, უკან  თეიმურაზ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა იდგა, ახლა კი სტრატეგია შეცვალეს და შეკვეთით, სხვადასხვა, გაურკვეველი წარმოშობის მედიასაშუალებებით ავრცელებენ სრულიად აბსურდულ  ინფორმაციას, რომ “ბადაგონის“ საქმის უკან დგას რუსეთის ორი მოქალაქე, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან” – აცხადებს ადვოკატი იმედა დვალიძე.

 

{R}

კომენტარები

ადვოკატი ბადაგონი იმედა დვალიძე 2018-03-19
სოსო ელისაშვილი
Tags ადვოკატი ბადაგონი იმედა დვალიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

„მოქალაქე ქურდული სამყაროს წევრს ან „კანონიერ ქურდს“ თუ მიადგება, ამისთვის ის სისხლის სამართლის წესით დაისჯება“

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე: ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება

მამუკა ბახტაძე: ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება

29 აგვ 2018
პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია

პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi – 2018-ის სპონსორია

07 მაი 2018

SpaceX-მა რაკეტა წარმატებით გაუშვა

15 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge