NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საია: სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს მსჯელობა არადამაჯერებელი და რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოა

საია: სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს მსჯელობა არადამაჯერებელი და რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოა

19 მარ 2018 ახალი ამბები, სამართალი 649 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხმაურა. საია-ს შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა არადამაჯერებელია და რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოა.

ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმარ გამამართლებელი განაჩენი დადგა, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე პირველი სხდომა იმართება. 2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე, დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც ზურგიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. შეჯახების შედეგად სალომე ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გაამართლა.

აღნიშნულ საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაზარალებული მხარის ინტერესებს გამოძიების ეტაპიდან იცავს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, გვსურს, მოკლედ შევაჯამოთ ის სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში იკვეთება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში განვითარებული მსჯელობა გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ქმნის საშიშ პრეცედენტს და ფაქტობრივად თვითიმედოვნებით ჩადენილ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს. სასამართლო მსჯელობა არ არის დამაჯერებელი და რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი ძირითადად დაეფუძნა შემდეგ არგუმენტებს:

  • არ არსებობს სათხილამურო კურორტებზე სრიალისთვის დადგენილი წესები, მათ შორის სიჩქარის ლიმიტი, რომლითაც უნდა სრიალებდეს პირი;
  • თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია და თავისთავში მოიცავს ტრავმის მაღალ რისკს;
  • არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ფეხი წამოკრა ქვას ან გზად შეექმნა სხვა რაიმე წინაღობა, რომელმაც გამოიწვია თხილამურის მიმართულების შეცვლა და შესაძლოა შეჯახება;
  • არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ თავად გარდაცვლილი გოგონას სრიალის მანერა და ტრაექტორია გახდა შედეგის გამოწვევის საფუძველი.

ის ფაქტი, რომ არ არსებობს თხილამურებით სრიალთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოიჩინოს წინდახედულობა და გადაადგილდეს თავისთვის და სხვისთვის უსაფრთხოდ. წესები, რომელთა დარღვევაც საფუძვლად ედება გაუფრთხილებელ დანაშაულს, შეიძლება იყოს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი, რომლებიც გამომდინარეობს ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და მათი დაცვა, ევალება თითოეულ ადამიანს.

მოსამართლის მსჯელობა, თხილამურებით სრიალის ექსტრემალურ სპორტად მიჩნევასთან დაკავშირებით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და არ ეყრდნობა რაიმე  სტანდარტსა თუ გამოცდილებას. გაკვალულ და სპეციალურად დამუშავებულ ტრასაზე, თხილამურებით სრიალი არ წარმოადგენს ექსტრემალურ სპორტს და არ შეიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს.

ეჭვები, რომლებიც ფაქტობრივად გამამართლებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, არ ემყარება რაიმე გონივრულ საფუძველსა თუ მტკიცებულებას, არამედ არის მხოლდ მოსამართლის მოსაზრებები და ვარაუდები მოვლენათა შესაძლო სხვაგვარი განვითარების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ უარყოფილ იყოს არა ბუნებაში არსებული ყველა სახის ეჭვი, არამედ კონკრეტული საფუძვლითა და მტკიცებულებით გამყარებული ეჭვი. მოსამართლე ჰიპოთეტურად მსჯელობს ბრალდებულისთვის შექმნილი წინაღობის შესახებ, რომელსაც შეეძლო თხილამურების ტრაექტორიის შეცვლა და შეჯახების გამოწვევა. ასეთი ეჭვი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ მსჯელობას, რაც არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

მოსამართლე ასევე ეჭვებს გამოთქვამს თავად სალომე ტატიშვილის მოძრაობის ტრაექტორიაზე, როგორც შეჯახების მაპროვოცირებელი ფაქტორზე. არაერთი მოწმე განმარტავს, რომ სალომე წესების სრული დაცვით, საშუალო სიჩქარითა და დიდი მოხვევებით გადაადგილდებოდა ტრასაზე, მაშინ როცა ბრალდებული, ნასვამ მდგომარეობაში, პირდაპირი დაშვებით და დიდი სიჩქარით სრიალებდა. იმ ვითარებაში, როდესაც არაერთი მოწმის მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს სალომეს სრიალის სტილი და მანერა, ასევე მისი ცოდნა და მომზადების დონე,  გაუგებარია, რა საფუძვლით ვარაუდობს მოსამართლე, რომ სწორედ სალომეს სრიალმა შეუწყო ხელი შედეგის დადგომას, თანაც იმგვარად, რომ ბრალდებულისთვის შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი გამხდარიყო. გასათვალისწინებელია, რომ თხილამურებით სრიალი მოთხილამურისგან სწორედ ისეთი სიჩქარის და სტილის შერჩევას მოითხოვს, რომელიც უსაფრთხო იქნება წინ მიმავალი მოთხილამურეებისთვის. ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იყო კარგი ხილვადობა, ტრასაზე დიდი მანძილიდანაც ადვილად იყო შესაძლებელი მოთხილამურეების ტრაექტორიის გარჩევა, შემთხვევის ადგილას ტრასა იყო სკამადო განიერი.

იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით წამოჭრილ კითხვის ნიშნებს სააპელაციო სასამართლო სათანადოდ გასცემს პასუხს და  მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.  აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საქმეს ერთი მოსამართლის ნაცვლად სამი მოსამართლე განიხილავს. აღნიშნული მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს დაზარალებულმაც მიმართა“,-ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

 

კომენტარები

არადამაჯერებელი გარდაცვლილი საია სალომე ტატიშვილი სასამართლო უსაფუძვლო 2018-03-19
სოსო ელისაშვილი
Tags არადამაჯერებელი გარდაცვლილი საია სალომე ტატიშვილი სასამართლო უსაფუძვლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია განიხილეს

შემდეგი სტატია

საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლო სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს შეხვდა

მსგავსი სტატიები

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი 19 მარტისთვის გადაიდო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი 19 მარტისთვის გადაიდო

08 თებ 2018
სს „თელასმა“ ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა

სს „თელასმა“ ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა

10 აგვ 2018
პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს მისი გამხელა

პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს მისი გამხელა

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge