პოლონეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ავარიის დროს დაშავდა 5 ადამიანი, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 7 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს შეეჯახა. პოლონეთში საქართველოს კონსულმა დაშავებულები მოინახულა, თეიმურაზ ფურცელაძის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში, ისინი მე მოვინახულე პირადად, მათი მდგომარეობა სტაბილურია, გარდაცვლილების ოჯახებს უკვე ეცნობათ აღნიშნულის შესახებ. დაგეგმილია შესაბამისი ორგანოების მიერ გარკვეული პროცედურების ჩატარება“,-განაცხადა ფურცელაძემ.
კომენტარები