გლდანის ციხის საავადმყოფოში საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული პროკურატურას შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მან წინა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სამუშაო კაბინეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ფარულად გადაუღეს და ბრალის არაღიარების შემთხვევაში მისი გასაჯაროებით დაემუქრნენ. ადვოკატ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე, მოწმის სახით ის პირი დაიკითხება, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებს.
„ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქალბატონზე ხორციელდება გარკვეული ზეწოლა, იმ კუთხით, რომ მან აღიაროს ბრალი და დაადასტუროს ზურაბ ნეფარიძის ბრალდება. ერთდროულად, როგორც ოჯახის წევრებზე, ასევე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა ამ ფარული კადრებით, რომელიც გადაღებული იქნა მის სამუშაო კაბინეტში, იმ პერიოდში, როდესაც ნებართვით მიმდინარეობდა ვიდეოჩაწერა“,-განაცხადა ქარჩავამ.
კომენტარები