NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“

„გიორგი სალაყაია საზოგადოებას ატყუებს, ის არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი“

19 მარ 2018 ახალი ამბები 1738 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დავა ბადაგონის გარშემო კვლავ გრძელდება. ბადაგონის ამჟამინდელმა მფლობელმა, გიორგი სალაყაიამ საინფორმაციო კამპანიაში საზოგადოებრივი მოღვაწეები და სასულიერო პირებიც კი ჩართო, რომლებიც დაახლოებით ერთნაირი ტექსტით ამტკიცებენ იმას, რომ ბადაგნის ერთადერთი მესაკუთრე და კანონიერი მფლობელი გიორგი სალაყაიაა.

თუმცაღა, მათ ან წარმოდგენა არ აქვთ „ბადაგონის“ რეალურ ისტორიაზე, ან მიზანმიმართულად ჩადგნენ სიცრუის მტირაჟირებელთა რიგებში.

ლობისტი გიორგი სალაყაის პარლამენტშიც გამოუჩნდა მთაწმინდის მაჟორიტარის, სალომე ზურაბიშვილის სახით. პარლამენტარმა საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდან ისე გამოუცხადა სალაყაის მხარდაჭერა, რომ არც მეორე მხარეს შეხვედრია და არც სამართლებრივ დეტალებში ჩაუხედავს.

ბადაგონის დამფუძნებლის ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვლიძე აცხადებს, რომ ეს არის გარკვეული სახის, თუნდაც ირიბი ზეწოლა სამართლებრივ ორგანოებზე.

„დეპუტატს, რა თქმა უნდა, აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ის არ არის სასამართლო, მისი შეფასება არ უნდა ჟღერდეს როგორც ვერდიქტი. მან არ უნდა დააზარალოს არცერთი მხარის ინტერესი, იმიტომ რომ მან არ იცის რომელი მხარის ინტერესი იყო დარღვეული სამართლებრივად. დეპუტატმა ზერელე შეფასების შედეგად არ უნდა გააკეთოს დასკვნები. ასე მივიჩნევ მე. არ არის სწორი პირდაპირი, ხისტი მინიშნებები, იმიტომ რომ თუ ვლაპარაკობთ ქვეყანაში ბიზნესის დაცვაზე, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ ინვესტორის დაცვაზეც, იმიტომ რომ თუ ვინმე დასაცავია, თუ ვინმე უნდა აინტერესებდეს ქვეყანას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონები, ფიგურები და სუბიექტები, რომლებიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, არის ის სუბიექტი, ვინც ახორციელებს ინვესტირებას.“ – ავხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით,  სალაყაია არასდროს ყოფილა კომპანიის არც დამფუძნებელი და მის მშენებლობაში არასდროს განუხორციელებია რაიმე სახის ინვესტიცია. „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორი დაარსების დღიდან კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი” და მისი დამფუძნებელი ვლადიმერ ჯანჯღავაა.

იმედა დვალიძე: „გიორგი სალაყაია, არასდროს ყოფილა კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი.  მას არც კომპანია დაუფუძნებია და არც  კომპანია ბადაგონში რაიმე სახის ინვესტიცია განუხორციელებია. დიახ, ის ფიზიკურად შესაძლოა შრომობდა „ბადაგონში“  ქარხის მშენებლობისას თუ კომპანიის განვითარებისას, მაგრამ ის ამაში იღებდა გასამრჯელოს, როგორც დაქირავებული მენეჯერი. ამიტომ, როდესაც ის თავს მოიხსენიებს ბადაგონის დამფუძნებლად, ის საზოგადოებას ატყუებს.

ჩემი ინფორმაციით, გასამრჯელოს იღებდა მაშინაც, როცა ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 2004-2008 წლებში. ამ პერიოდს ემთხვევა კომპანია „ბადაგონში“ დაწყებული პრობლემები სახელწიფო ორგანოებთან, რასაც სალაყაია მოიხსენიებს, როგორც მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და ახსენებს საზოგადოებას, რომ დღესაც იგივე ხდება მის თავს.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით,  გიორგი სალაყაია კომპანია „ბადაგონში“, 2013 წლამდე საერთოდ არ ჩანს. არც დამფუძნებელი იყო და არც  ინვესტორი. იმედა დვალიძის თქმით,  ის იყო ფაქტობრივად, ერთგვარი „კრიშა“ კომპანიაში, იმავდროულად, კონკრეტული სამუშაოების განმახორციელებელი, როგორც მენეჯერი. ამის საპასუხოდ, მას „ბადაგონის“ ერთადერთ დამფუძნებელ და ერთადერთ ინვესტორ კომპანია „გრაკოროში“ აქციების 19 % აჩუქეს“ – აცხადებს ადვოკატი.

იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორია და წლების განმავლობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საწარმოს მშენებლობაში, არც მოდავე მხარე უარყოფს და ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი არსებობს.

სალაყაია ამტკიცებს, რომ მან „ბადაგონი“ 40 000 დოლარად, კეთილსინდისიერად იყიდა. მისი განმარტებით, იმ დროისთვის საწარმო გაკოტრებული იყო და მილიონობით ვალდებულება ჰქონდა გასასტურებელი. თუმცა, მას მერე, რაც „გაკოტრებული“ საწარმო იაფად შეიძინა, „ბადაგონს“ ქართულმა ბანკებმა მილიონობით დოლარი ასესხეს.

როგორ შეიძინა სალაყაიამ მრავალმილიონიანი საწარმო 40 000 დოლარად და რამდენად კანონიერად ფლობს ის კომპანიის 100%-ს, ამას  სამართალდამცველები არკვევენ.

საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სსკ-ის 182-ე მუხლით რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ითვალისწინებს და 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

{R}

კომენტარები

ბადაგონი გიორგი სალაყაია გრაკოროში იმედა დვალიძე კომპანია მოტყუება საზოგადოება 2018-03-19
სოსო ელისაშვილი
Tags ბადაგონი გიორგი სალაყაია გრაკოროში იმედა დვალიძე კომპანია მოტყუება საზოგადოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგურამოში კაცმა საკუთარის ნაცვლად შეცდომით სხვისი სახლი გაარემონტა

შემდეგი სტატია

„ახლა არის დმანისის გადარჩენის შანსი“

მსგავსი სტატიები

შსს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

17 იან 2018

მერია განმარტავს, რატომ გათიშეს სააკაძის მოედანზე შუქნიშანი

სოსო ელისაშვილი 13 ოქტ 2018

კანონი ხმაურის შესახებ 15 აგვისტოდან შევიდა ძალაში

სოსო ელისაშვილი 15 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge