ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა. იან კელის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას, იქონიოს რეგულარული და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას, გვქონდეს რეგულარული კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სურვილთან დაკავშირებით, რომ უფრო ნაყოფიერი გახადოს ეს ფორმატი.
ჩვენ დაველოდებით საქართველოს მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აშშ-მ შეიტანოს წვლილი ამ ფორმატის უფრო პროდუქტიულად გადაქცევაში“,-განაცხადა კელიმ.
კომენტარები