საქართველოში პირველი ქართული ველოსიპედის სერიული წარმოება იწყება. ველოსიპედის პროექტი უკვე მზად არის, შექმნილია პროტოტიპიც და ბაზარზე ინოვაციური ველოსიპედი 2018 წლის პირველი კვარტალში გამოჩნდება. პროექტზე bikes.ge-ს შვილობილი კომპანია Georgian Bicycle Group-ი მუშაობს. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს. ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.
Georgian Bicycle Group-ის ცნობით, პირველი ერთი წლის განმავლობაში 500 ცალი ველოსიპედი გამოვა, მისი ფასი 750-800 ლარი იქნება.
ქართული ველოსიპედის ბიზნესიდეის ავტორი ბექა კიკნაველიძე ამბობს, რომ ველოსიპედი არა მაღაზიაში, არამედ ონლაინ – პირდაპირ დამამზადებელი ქარხნიდან გაიყიდება.
“ჩვენი მიზანი და მიდგომა არის ის, რომ ველოსიპედის სწორი მოდელი შევქმნათ. მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში ბაზარზე პროდუქციას სატესტო რეჟიმში გამოვუშვებთ და მომხმარებელს 150-ცალ ველოსიპედს შევთავაზებთ, ხოლო წლის განმავლობაში მისი რაოდნეობა 500-მდე გაიზრდება. პროექტზე აქტიური მუშაობაა დაწყებული და მასზე ყველანაირი სახის ტესტირებას ვატარებთ”, – ამბობს ბექა კიკნაველიძე.
კომენტარები