სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილიმტკიცებულებები და ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ვ. საგარეჯოს რაიონისსოფელ კაკაბეთში თ.ვ.- ს სასურსათო მაღაზიის წინ, დანით თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველსე.ხ.-ს და მის შვილს – ა.ხ.-ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშიძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თანხის გადაცემა მოსთხოვა, თუმცაწინააღმდეგობის გაწევის გამო თანხის დაუფლება ვერ შეძლო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 აგვისტოს, დილის საათებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში შ.ვ. პნევმატური თოფის გამოყენებით თ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
სამართალდამცველებმა შ.ვ. 2017 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობისდაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდამუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაშიდა სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კომენტარები