გუდაურში დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, სულ 7 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა რამდენიმემ კლინიკა დატოვა და ამჟამად საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება.
„ჩვენთან იყო შვიდი პაციენტი, რამდენიმემ დატოვა კლინიკა უკვე, 4 პაციენტი, რომლებიც ნეიროქირურგიულ განყოფილებაში იმყოფებიან, მალე დატოვებენ კლინიკას, იმიტომ, რომ სრულებით დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა და რამე სპეციალიზირებული სამედიცინო ჩარევა არ იგეგმება.
შედარებით უფრო საყურადღებოა რეანიმაციაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქაც დადებითი განვითარება ექნება მოვლენებს. გუშინ ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის სვეტის დაზიანებასთან დაკავშირებით, ასევე მხარი და ლავიწი იყო დაზიანებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამ მომენტისთვის სრულებით სტაბილურია“,განაცხადა ქარცივაძემ.
კომენტარები