NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილი: „მადლობას ვუხდი ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის” ექიმებს მაქსიმალური ძალისხმევისთვის”

დიმიტრი ქუმსიშვილი: „მადლობას ვუხდი ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის” ექიმებს მაქსიმალური ძალისხმევისთვის”

17 მარ 2018 ახალი ამბები 601 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის” ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ გუდაურში დაზარალებულების სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის” – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს „მედიქლაბში” განუცხადა, სადაც დავით სერგეენკოსთან ერთად გუდაურის საბაგიროზე დაშავებული ორსული ქალბატონი მოინახულა.

„მოვინახულეთ შვედი ქალბატონი, ის არის კონტაქტური, არის კარგ ხასიათზე. ჩვენ ძალიან დეტალურად დავილაპარაკეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ქალბატონი წუხს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თუმცა, ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, კეთდება. იგი მადლიერია მისდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის” ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გამოსწორებულიყო ” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დღეს დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა, რომლებიც მკურნალობას ღუდუშაურისა და „მედიქლაბის” კლინიკებში გადიან.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან, რამდენიმე მათგანს უკვე გაწერენ კიდეც და გამგზავრების უფლებას მისცემენ.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დაზარალებულების ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში”, ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით, მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენს.

კომენტარები

გუდაური დაზარალებულები დიმიტრი ქუმსიშვილი კლინიკა მედიქლაბი 2018-03-17
სოსო ელისაშვილი
Tags გუდაური დაზარალებულები დიმიტრი ქუმსიშვილი კლინიკა მედიქლაბი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევაა CNN-ზე

შემდეგი სტატია

Chanel-ი ამერიკული მეორადების მაღაზიათა ქსელს უჩივის

მსგავსი სტატიები

გარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას

გარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას

27 ივლ 2018
კაშიას სამკლაურთან დაკავშირებით მარტვილის სკოლაში 15 წლის მოზადი სცემეს

კაშიას სამკლაურთან დაკავშირებით მარტვილის სკოლაში 15 წლის მოზადი სცემეს

03 ნოე 2017

„ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები“

19 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge