NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აშშ-ის საზღვაო ხომალდი “ოუკ ჰილი” ბათუმში შემოვა

აშშ-ის საზღვაო ხომალდი “ოუკ ჰილი” ბათუმში შემოვა

17 მარ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1032 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) (“ოუკ ჰილი”) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ბათუმს საპორტო ვიზიტით 17 მარტს ესტუმრება. საქართველოში ეს ხომალდის პირველი ვიზიტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ხომალდის  შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. როგორც საელჩოში აცხადებენ, ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება.

“ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად. ხომალდის სტუმრობა შავი ზღვის რეგიონში ამერიკასა და ნატოს პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

ადგილობრივი წარმომადგენლების ოფიციალურ მიღებასთან ერთად გაიმართება ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის. აგრეთვე ჩატარდება რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. ,,ოუკ ჰილის“ საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან.

Oak Hill – ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია, აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. აღნიშნული საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში. აშშ-ს ფლოტი რეგულარულად მუშაობს შავი ზღვის სივრცეში, რაც თანხვედრაში მოდის მონტრეს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან. ამერიკის მე-6 ფლოტი, რომლის სამმართველოც ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს, მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან ახორციელებს ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს, რათა, ამერიკის ეროვნული ინტერესების გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპასა და აფრიკაში. ამერიკის ხომალდის ,,ოუკ ჰილის“ მეთაურია ფილიპ ნაითი, რომლის ეკიპაჟშიც 22 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

აშშ ბათუმი შავი ზღვა ხომალდი 2018-03-17
სოსო ელისაშვილი
Tags აშშ ბათუმი შავი ზღვა ხომალდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯგუფი “მგზავრები” რუსეთში კონცერტებს გამართვას

შემდეგი სტატია

შსს-მ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

“ხვალ,  თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა  და მთელი მსოფლიო”

“ხვალ, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო”

ნინო ჩხეიძე 17 მარ 2022

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

30 ოქტ 2017
გადალახა თუ არა საქართველომ კორონავირუსის პიკი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი

გადალახა თუ არა საქართველომ კორონავირუსის პიკი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი

ირაკლი შალიკაშვილი 07 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

    ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge