NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვენეციის კომისია: საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ

ვენეციის კომისია: საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ

16 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი 705 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ”,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შემუშავებული ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს, ეყრდნობა რა, სწორედ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისია მიესალმება შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიესალმა იმ გარდამავალ ზომებს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის ითვალისწინებს. საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად დაუშვა პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში, რაც ვენეციის კომისიის აზრით, ხელს შეუწყობს შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და გაზრდის პლურალიზმს.

ამასთან, ვენეციის კომისია იწონებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პარტიაზე გადანაწილებას, ვინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 2017 წლის 15 დეკემბერს მიიღო, მცირე პარტიებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და საქართველოში პლურალიზმის უზრუნველყოფას ემსახურება.

„ვენეციის კომისია იძლევა ხელმეორე დადებით შეფასებას და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე. ახალი ცვლილებები აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს. კომისიის მიერ მეორე დასკვნის მიღებამდე, 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ შეიტანდა ცვლილებებს ტექსტში. ცვლილებების პროექტი მოიცავს დაპირებულ ცვლილებებსაც და ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს”,- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია, რომ ვენეციის კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

კომენტარები

დიდი ნაბიჭი ევროკავშირი-საქართველო ვენეციის კომისია პროგრესი საქართველო 2018-03-16
სოსო ელისაშვილი
Tags დიდი ნაბიჭი ევროკავშირი-საქართველო ვენეციის კომისია პროგრესი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გუდაურში მომხდარზე ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

შემდეგი სტატია

გიორგი მარგველაშვილი კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა

მსგავსი სტატიები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა

15 სექ 2017
ფხენიანის პროვოკაციის შემთხვევაში პენტაგონი ტრამპს სამოქმედო გეგმას შესთავაზებს

ფხენიანის პროვოკაციის შემთხვევაში პენტაგონი ტრამპს სამოქმედო გეგმას შესთავაზებს

25 სექ 2017
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა

20 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge