ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის მე-16, მე-12 კორპუსებთან და სოფელ თხინვალაში, აბულაძის I შესახვევში საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რაიონში დაგეგმილი პროექტები განიხილეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
„თითოეული პროექტის განხორციელებამდე ყოველთვის ვცდილობთ, ადგილობრივ მცხოვრებლებს შევუთანხმოთ, როგორი სახით სჭირდებათ სპორტული მოედანი, სკვერი თუ გზა. მათთან შეთანხმების შესაბამისად ვადგენთ პროექტს და შემდეგ ვახორციელებთ. დღესაც, რამდენიმე მისამართის მცხოვრებლებს შევხვდით და მათთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.
კომენტარები