NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ქალაქის მერის განცხადებასა და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ქალაქის მერის განცხადებასა და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

16 მარ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა 693 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, „სითი პარკის“ მფლობელები პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ. „სითი პარკი“  გენერალურმა დირექტორმა ბინიამინ ლაჰავიმ   თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებასა და ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხა. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ კომპანიის იურისტები თამარ შუბითიძე და ნანუკა ავალიანი.

„13 მარტს, თბილისის მერმა ბატონმა კახა კალაძემ ტელევიზიით განაცხადა,  რომ თბილისის მერიამ ცალხმრივად შეწყვიტა კონტრაქტი შ.პ.ს. სითი პარკთან. გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სასიხარულო ყოფილიყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები,  პირველ რიგში, პატივს ცემენ კანონმდებლობას და საკითხებს უდგებიან სამართლებრივად, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა. უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელია დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროცეში კომპანიის (მხარის) ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ვიმედოვნებ, ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით. კომპანია რომელიც ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და მერიის მითითებეს როგორც ქვე–კონტრაქტორი სრულიად ჯეროვნად, შეწყდა მთავრობის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე. ამასთანავე, მერიის ოფიციალური განცხადებებით შევიტყვეთ, რომ 10 აპრილის შემდეგ, მას მერე რაც კონტრაქტი შეწყდება, არაფერი შეიცვლება პარკირების სისტემაში და არც ჯარიმების ოდენობა შეიცვლება, რაც აძლიერებს ჩვენ ეჭვს მასზედ, რომ „სითი პარკის“ მისამართით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“, – ნათქვამია „სითი პარკი“ გენერალური დირექტორის  ბინიამინ ლაჰავის განცხადებაში.

გარდა ამისა, „სითი პარკი“  გენერალური დირექტორი რამდენიმე კითხვით მიმართავს თბილისის მერიას, კერძოდ მერს, კახა კალაძეს: „შეკითხვა მაქვს ბატონ მერთან, მაინტერესებს, რატომ რატომ მოხდა, რომ მერმა აღნიშნა, რომ სი–ტი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც ჩვენ დავადასტურეთ რომ ინფორმაცია მცდარი იყო. წინა წლის განმავლობაში, სითი პარკმა გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა მერიამ“.

„სითი პარკის“ გენერალური მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია თნამშრომლები უსაფრთხოება. მისი თქმით, მერის  განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე. იმ ადამიანებზე რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები: „რომლებმაც ხმა მოგცეს თქვენ და სიცოცხლით სავსე ქალაქს. მოგიწოდებთ გააკეთოთ მკაფიო განცხადება რათა უზრუნველყოფილი იქნეს ინსპექტორების უსაფრთხოება რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით და საპასუხოთ იღებენ დაუმსახურებელ აგრესიას. თქვენდამი ღრმა პატივისცემით ბატონო კახა არავის და მათ შორის ტქვენ როგორც ქალაქის მერს არ გაქვთ უფლება შეურაცყოფა მიაყენოთ მათ და აღნიშნოთ რომ ისინი არაკეთილსინდისიერად მუშაობენ. როგორც ვხვდები, თბილისის ამჟამინდელი მთავრობა ვერ იაზრებს სი–ტი პარკის, მისი ყოველი თანამშრომლის მიერ განხორციელებული სამუშაოების მასშტაბს”.

დასასრულს, ბინიამინ ლაჰავი ქალაქის მერიას მიმართავს  გააცნოს მოსახლეობას სამომავლო გეგმები პარკინგის ინფრატრუქტურასთან დაკავშირებით. რადგან მიაჩნია, რომ მათ უნდა იცოდნენ, იმ კომპანიის შესახებ და ასევე, თუ რომელი  სატრანსპორტო კომპანია მზადაა საკუთარი რესურსებით იმუშაოს 3 კვირის შემდეგ.

„გასათვალისწინებელია, რომ სითი პარკმა უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები და დარწმუნებულები ვართ რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ცვენს სიმართლეს დავამტკიცებთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე,“ – აღნიშნა ბინიამინ ლაჰავიმ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ  კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

 

 

კომენტარები

ავტოპარკინგი ბინიამინ ლაჰავი თბილისის მერია კახა კალაძე პარკინგი სითი პარკი 2018-03-16
სოსო ელისაშვილი
Tags ავტოპარკინგი ბინიამინ ლაჰავი თბილისის მერია კახა კალაძე პარკინგი სითი პარკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

შემდეგი სტატია

პრემიერი: უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება

მსგავსი სტატიები

აქცია პარლამენტთან – „ბახალა“ გუშინ 8 წლით გაუშვეს ციხეში“

აქცია პარლამენტთან – „ბახალა“ გუშინ 8 წლით გაუშვეს ციხეში“

25 იან 2018
შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

29 დეკ 2018
პირველი არხი: შოთაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

პირველი არხი: შოთაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

31 მაი 2018

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge