პირველი ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიანსაერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პირველი ვიცეპრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად ადგილზე გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.
ამასთან ერთად, კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები უკვე გამოემართნენ საქართველოში და ხვალ დილით იქნებიან.
კომენტარები