NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

16 მარ 2018 ახალი ამბები 1026 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, სულეიმან სოილუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სულეიმან სოილუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების მიერ შეტანილი წვლილი. საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა თურქეთის პოლიციის ახალი ატაშეს დანიშვნის საკითხიც განიხილეს.

გიორგი გახარიამ სულეიმან სოილუს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა და ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გააცნო, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. გიორგი გახარიამ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, საზღვრებზე უმჯობესდება რისკების ანალიზის სისტემა, ასევე, გრძელდება საზღვრის მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საზღვრის ეფექტიანი მართვის წინაპირობაა.

კომენტარები

გიორგი გახარია ვიზიტი თურქეთი 2018-03-16
სოსო ელისაშვილი
Tags გიორგი გახარია ვიზიტი თურქეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არც ავარიული გათიშვა დაფიქსირებულა ქსელში და არც რაიმე პარამეტრის ცვლილება მომხდარა“

შემდეგი სტატია

„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ქალაქის მერის განცხადებასა და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

მსგავსი სტატიები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

16 ოქტ 2017

საქართველოს სახალხო დამცველი აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის სრულ წევრად აირჩიეს

12 სექ 2017

„უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა, როდესაც რთავ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებს“

09 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge