პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურში საბაგიროსავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამასთან ერთად, უკვე მოხდა დაკავშირება კომპანია „დოპელმაიერთან”,
რომელიცაღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია. „ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, შესაბამისად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში”, – განაცხადა დიმიტრიქუმისშვილმა.
კომენტარები