NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის პორტალი Tsameti.com შეიქმნა

აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის პორტალი Tsameti.com შეიქმნა

16 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1512 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართველი ემიგრანტებისთვის ახალი პორტალი Tsameti.com შეიქმნა. ვებ-გვერდი აერთიანებს: ამერიკაში მცხოვრებ სამსახურის მაძიებელ ქართველ ემიგრანტებს და ქართველ დამსაქმებლებს, ქართველი ემიგრანტების შეთავაზებულ სხვადასხვა მომსახურებას, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას ბლოგის და ვლოგის მეშვეობით, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სხვადასხვა ღონისძიებებს და ემიგრანტების ისტორიებს. საიტი ნიუ-იორკში მცხოვრებმა ჟურნალისტებმა ნიკა დვალიძემ და თაკო სალთხუციშვილმა შექმნეს.

„წლებია, ნიუ-იორკში მცხოვრებ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ საკუთარ ენაზე გამართული პორტალები (რუსული, პოლონური, უნგრული და ა.შ.), რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ეხმარებიან, ქართველ ემიგრანტებს კი მხოლოდ facebook ჯგუფები აქვთ, სადაც ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. სტატისტიკურად შტატებში 30 000 ქართველია რეგისტრირებული, გვინდა ამ გვერდის მეშვეობით დავაკავშიროთ და საშუალება მივცეთ აქ მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთს დაეხმარონ“, – ამბობს ნიკა დვალიძე.

Tsameti.com ერთგვარი გიდია, სადაც ნახავთ სასარგებლო რჩევებს მოგზაურებისთვის, სტატიებს იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციას განათლების და იმ სერვისების შესახებ, რომელსაც აქ მცხოვრები ქართველები გვთავაზობენ, რეზიუმეებსა და ვაკანსიებს, ღონისძიებებს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით, საინტერესო და ნამდვილ ისტორიებს ემიგრანტებისგან, ანონსებს ღამის ცხოვრების შესახებ.

Tsameti.com სტარტაპია და ჯერჯერობით ნიუ-იორკს მოიცავს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ემიგრანტებისთვის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზება.

„სახელი Tsameti.com მარტივად შევარჩიე, როგორც ჩემი იღბლიანი რიცხვი. პირველ ეტაპზე მოხალისეობრივად ვაკეთებთ, გზადაგზა გვინდა კომერციული დატვირთვაც მიეცეს, ღია ვართ დონაციების და სარეკლამო მასალების განთავსებისთვის”, – ამბობს პორტალის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი თაკო სალთხუციშვილი.

კომენტარები

Tsameti.com განათლება დახმარება ემიგრანტები თაკო სალთხუციშვილი ინფორმაცია მომსახურება ნიკა დვალიძე პორტალი 2018-03-16
სოსო ელისაშვილი
Tags Tsameti.com განათლება დახმარება ემიგრანტები თაკო სალთხუციშვილი ინფორმაცია მომსახურება ნიკა დვალიძე პორტალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერგეი ლავროვი სიტყვით გამოსვლის წინ სცენაზე წაიქცა

შემდეგი სტატია

„მხარს ვუჭერ პრემიერმინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას“

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საელჩო: დღეს პატივს მივაგებთ მათ, ვინც 1993 წელს მასობრივ მკველობას ემსხვერპლა

27 სექ 2018
ბრიტანეტის ელჩი: „გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის“

ბრიტანეტის ელჩი: „გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის“

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018

საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

25 სექ 2017

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge