სტივენ უილიამ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო, რომელიც გუშინ 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ.
თავისუფალი, რათა გამოვიკვლიო სამყაროს ყველაზე ღრმა საკითხები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია კითხვა: არსებობს თუ არა ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და დღემდე აკონტროლებს მას, დაწყებული ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დამთავრებული ჩვენით?,“ – სტივენ ჰოკინგის მთელი ცხოვრება მის ერთ ფრაზაში.
„ჩვენ თავისუფლები ვართ იმის არჩევაში, რა დავიჯეროთ და ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ღმერთი არ არსებობს. არავის შეუქმნია სამყარო და არავინ წარმართავს ჩვენს ბედს. ეს მიბიძგებს უფრო შორსმჭვრეტელური დასკვნისკენ, რომ არც სამოთხე არსებობს და არც სიკვდილის შემდგომი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სამყარო, რისთვისაც მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ.“
გთავაზობთ ლეგენდარული ადამიანისა და მეცნიერის ცხოვრების გზას, აქამდე უცნობ ფოტოებში:
კომენტარები