NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენ კანდიდატთა სია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენ კანდიდატთა სია დაამტკიცა

15 მარ 2018 ახალი ამბები 609 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO)  წარსადგენი კანდიდატთა სია დამტკიცდა.

საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღებას წინ უსწრებდა კანდიდატთა შერჩევის სამ ეტაპიანი პროცესი.

ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის წესი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  საკითხებზე  მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 20 თებერვალს დაამტკიცა.

ამის შემდეგ კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორ სხვადასხვა ვებ-გვერდზე. დაინტერესებული პირებისგან დოკუმენტაციის მიღების დასრულების შემდეგ,  შემოწმდა კანდიდატურების ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა შერჩევის წესით დადგენილ კრიტერიუმებთან  და 21-დან, 6 განაცხადი შეირჩა.

11 მარტს ექვსივე კანდიდატს ჩაუტარდა ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტირების შედეგების შესაბამისად, ექვსივე კონკურსანტმა დააკმაყოფილა კანდიდატთა შერჩევის წესით  გათვალისწინებული უცხო ენის ცოდნის დონე (B 2).

14 მარტს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომიის წევრები გაესაუბრნენ ექვსივე კანდიდატს, რომელთაგანაც მათთვის კომისიის წევრების მიერ მინიჭებული საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით შედგა შემდეგი  სია:

  1. ვლადიმერ მკერვალიშვილი
  2. ანა არგანაშვილი
  3. თეა ჯალიაშვილი

აღნიშნული სია დამტკიცდა  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N 588 განკარგულებით, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს წარედგინება.

კონკურსის ჩატარება უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  საკითხებზე  მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO) არის დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი ორგანო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს წევრი სახელმწიფოების მიერ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვეცია), შესრულებაზე.

საქართველოსთან ერთად GREVIO-ში ასარჩევი კანდიდატების (მაქსიმუმ 3 კანდიდატი) წარდგენის უფლება ჰქონდა 16 ქვეყანას.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი წარდგენილ კანდიდატთა სიას გადასცემს კონვენციის მხარეთა კომიტეტს განსახილველად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

კომენტარები

ექსპერთა ჯგუფი კანდიდატების სია ოჯახში ძალადობა საქართველოს მთავრობა ქალები 2018-03-15
სოსო ელისაშვილი
Tags ექსპერთა ჯგუფი კანდიდატების სია ოჯახში ძალადობა საქართველოს მთავრობა ქალები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

შემდეგი სტატია

ბაქოში აზერბაიჯანი, საქართველო, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სტატიები

ამბოხებული დეპუტატების აზრი მნიშვნელოვანი არ არის

ამბოხებული დეპუტატების აზრი მნიშვნელოვანი არ არის

11 იან 2019

მამუკა გორგოძე ნატახტარის ახალ რგოლში – ერთად გავიმარჯვებთ!

21 სექ 2017

მორიგი ჩანაწერი „იბერიას“ საქმეზე

14 სექ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

  • მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

    მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

  • ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

    ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge