ადვოკატ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს გუშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც სასამართლო სხდომა გაიმართა. ქარჩავას თქმით, სექსუალური ხასიათის ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ხორციელდებოდა პროკურატურის ნებართვით, ზურაბ ნეფარიძის სამუშაო ოფისშია გადაღებული.
პროცესზე დაცვის მხარის მიერ, პროკურორ ბექა ეჟიშვილის აცილების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„ის მივიდა სასოწარკვეთილებამდე, გუშინ ჰქონდა სუიციდის ფაქტს ადგილი, მან შემოიხვია კისერზე და თავის ჩამოკიდება უნდოდა, მაგრამ მიასწრეს. არ არის გამორიცხული, შემდგომშიც გაიმეოროს. ამიტომ ის სპეციალური კონტროლის ქვეშ იქნა აყვანილი. ფარული ვიდეოჩაწერა, რომელიც ხორციელდებოდა პროკურატურის ნებართვით, ამ დროს მართლაც ფაქტი ჰქონდა გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველ გარემოებებს, სექსუალურ ურთიერთობებს, საქმეში არსებულ მოწმესთან. ეს კადრი, ეს გარემოება და ფაქტები სამწუხაროდ მის სამუშაო ოფისში იქნა დაფისქსირებული“,-განაცხადა ქარჩავამ.
კომენტარები