NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი მარგველაშვილმა NDI- ის პრეზიდენტს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

გიორგი მარგველაშვილმა NDI- ის პრეზიდენტს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

15 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 632 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა და გიორგი მარგველაშვილმა NDI- ის პრეზიდენტ კენ ვოლაკს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. მიღებას ესწრებოდნენ ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და ანალიტიკური წრეების ლიდერები. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს, განსაკუთრებით, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, NDI- ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, რომელიც შეხვედრას კენ ვოლაკთან ერთად ესწრებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NDI – ში მუშაობისას ურთიერთობდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებდნენ საერთო ღირებულებებს და ამ ღირებულებების გაზიარება იყო მათი მოწოდება და არა მხოლოდ საქმიანობა.

“მადლობა იმ შანსისა და შესაძლებლობისათვის, რომელიც მომეცა ამ ინსტიტუტში მუშაობისას. მიზანი – აგვეშენებინა უკეთესი საქართველო, ქვეყანა, რომელიც დინამიურად და უკეთესად ვითარდება. აქ ვისწავლე რამდენად ეფექტიანია დემოკრატია, დეტალები, როგორ ხორციელდება ის რეალობაში. ამან გახადა საქართველო უფრო სტაბილური”,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას უფრო ძლიერად შეუძლია გაუძლოს უსაფრთხოების გამოწვევების.

“აშშ-ში ჩამოსვლისას ჩემი განცდა არის შვება, რომ გავუზიარო საქართველოს პარტნიორებს ჩვენი ხედვები და დავსახო სტრატეგიები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ არ გვჭირდება ვიღაცის დარწმუნება, ჩვენ განვიხილავთ საკითხებს და ამერიკის ადმინისტრაციასთან ვსაუბრობთ იმ ტაქტიკაზე, როგორ მივაღწიოთ მიზნებს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა NDI- ის პრეზიდენტს კენ ვოლაკს გაწეული სამსახურისათვის, საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და აღნიშნა, რომ ეს სტატუსი, სიცოცხლის ბოლომდე, ქართველი ერის ერთგულებას გულისხმობს.

NDI- ის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სწრაფვას ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება, კიდევ უფრო გაძლიერდება და განახლდება თუ მიიღებს ისეთ ახალგაზრდა, განვითარებად და ძლიერ დემოკრატიებს როგორიც საქართველოა. მადლენ ოლბრაიტი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას განავითაროს და გააძლიეროს ღია მმართველობა.

“ჩვენი საერთო მიზანია, მოვახდინოთ დემოკრატიისა და მომავალი კეთილდღეობისადმი ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზება. ქართველმა ხალხმა ნათლად დააფიქსირა ევროპული მისწრაფებებისადმი საკუთარი პოზიცია როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მოსვლისას და უდავოა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია”, – აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.

კომენტარები

NDI გიორგი მარგველაშვილი კენ ვოლაკი მადლენ ოლბრაიტი მოქალაქეობა 2018-03-15
სოსო ელისაშვილი
Tags NDI გიორგი მარგველაშვილი კენ ვოლაკი მადლენ ოლბრაიტი მოქალაქეობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

National Geographic Traveler ბათუმს ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში ასახელებს

შემდეგი სტატია

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეო – საქართველო რუსული აგრესიის ჩამონათვალშია

მსგავსი სტატიები

ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში

ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში

23 აგვ 2018

ხარაგაულის სოფელ ლაშეში მდინარემ გზა ჩაანგრია

16 ოქტ 2017
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უეს მიტჩელს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უეს მიტჩელს შეხვდნენ

01 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge