ზუგდიდში, 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე დაჭრეს. არასრულწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, ამ წუთებში მას გამოკვლევები უტარდება.
„შოკის დარბაზში შემოყვანილია მოზარდი, რომელსაც გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული აქვს ბასრი საგნით ჭრილობა. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა, პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“,-განაცხადა ექიმმა.
კომენტარები