ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე დაბა ვალეში კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტს ვანდალიზმად აფასებს. მისივე თქმით, მომხდარს გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.
„ა.წ. 12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს.
არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან.
მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი“,-ნათქვამია მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განცხადებაში.
კომენტარები