NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

14 მარ 2018 ახალი ამბები 315 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია მოისმინა.  როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა,საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უწყებათაშორისმა  კომისიამ შესაძლო დარღვევის შესახებ შემოსული ერთი განცხადება განიხილა და რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა.

კომისიის შემდეგი სხდომა 28 მარტს გაიმართება.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით შეიქმნა, მისი მიზანი  პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი,  2016 წლის საპარლამენტო  და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 56 რეკომენდაცია შეიმუშავა.

კომენტარები

არჩევნები იუსტიციის სამინისტრო პირველი სხდომა უწყებათაშორისო 2018-03-14
სოსო ელისაშვილი
Tags არჩევნები იუსტიციის სამინისტრო პირველი სხდომა უწყებათაშორისო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კვირიკაშვილი: „ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“

შემდეგი სტატია

15 ყველაზე სასაცილო და ჭკვიანი სურათი თქვენი Desktop-ისათვის

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ჯიბით დაფინანსებული სტიპენდია, ჩვენი უფლებაა”- ლევან ვასაძე ბოდიშს ითხოვს

“ჩვენი ჯიბით დაფინანსებული სტიპენდია, ჩვენი უფლებაა”- ლევან ვასაძე ბოდიშს ითხოვს

12 თებ 2018
შსს-ს ნაკრები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე გაემგზავრა

შსს-ს ნაკრები „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე გაემგზავრა

სოსო ელისაშვილი 10 აგვ 2017

2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება

20 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge