NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სტარტაპერი“ სტუდენტებისთვის სტარტაპკურსს იწყებს

„სტარტაპერი“ სტუდენტებისთვის სტარტაპკურსს იწყებს

14 მარ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 986 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტუდენტებისთვის სპეციალურ სტარტაპკურსს ქმნის  და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.

პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, რომელიც  მარტში დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, პირველ ეტაპზე „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სამომავლოდ კურსი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სხვა უნივერსიტეტებშიც დაინერგება.

სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას – იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები/რეკომენდაციები და დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო.

კურსის დასრულებისას, სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს სტარტაპიდეების შესახებ, გამარჯვებული გუნდი კი გაემგზავრება Startup Safari-ს ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპღონისძიებაზე.

კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება, მათთვის   ინსპირაციის მიცემა, რომ რეალობად აქციონ იდეები. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა,  წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და   შექმნან ახალი შესაძლებლობები.

სტარტაპკურსს გაუძღვებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, მათ შორის: ანდრო დგებუაძე – აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი; ლევან კილაძე – Lemondu-ს და TKT.ge-ს დამფუძნებელი; ნინო ეგაძე – თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი; პავლე გაბრიჭიძე – ლივინგსტონის სოციალური მედიისა და ედვერთაიზინგის განყოფილების უფროსი…

„სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი. ერთი მხრივ, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას  და მეორე მხრივ, ბანკი ინვესტიციას ახორციელებს მომავალში. პროგრამა სტარტაპერი თიბისი ბანკის ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყანაში სტარტაპგარემოს გაუმჯობესებაში.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ სილიკონ ველი თბილისის პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრია, სადაც ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. უნივერსიტეტი აერთაინებს მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნესინკუბატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, კვლევით ცენტრს, ვირტუალი რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია სწავლა, სწავლება და კვლევა.

[R]

კომენტარები

თიბისი ბანკი სტარტაპერი სტარტაპი 2018-03-14
სოსო ელისაშვილი
Tags თიბისი ბანკი სტარტაპერი სტარტაპი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კიდევ ერთი რუსის სიკვდილი ლონდონში

შემდეგი სტატია

„პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ“

მსგავსი სტატიები

მიხეილ გიორგაძე: როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება

მიხეილ გიორგაძე: როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება

13 ნოე 2017

„თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთს ხელისუფლების წინაშე ომის დროს, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე“

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018
საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

ნინო ჩხეიძე 07 თებ 2023

უახლესი ამბები

  • თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

    თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

  • ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

    ლევან ხაბეიშვილი: თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა – ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა

  • შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

    შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge