საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 12 კანდიდატი სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, რომელთა შორის პარლამენტმა ოთხი კანდიდატი უნდა დაასახელოს. საკონკურსო კომისიამ რეკომენდაცია შემდეგ 12 კანდიდატს მისცა: მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი; ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი; ნინია კაკაბაძე – ჟურნალისტი; ნათია კობერიძე – ჟურნალისტი; ბესიკ ლილუაშვილი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი; ია მამალაძე – ჟურნალისტი; იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი; ბაია პატარაია – „საფარის“ ხელმძღვანელი; ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე; ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი პრესმდივანი; ზაზა შათირიშვილი – ფილოსოფოსი და დოდო შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი.
14 კაციანი სიიდან ხმების საჭირო რაოდენობა ვლადიმერ ბოჟაძემ და დავით კორახაშვილმა ვერ მოაგროვა.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს – სახალხო დამცველი, სამს – საპარლამენტო უმრავლესობა, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს.
კომენტარები