თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ბექა კირვალიძეს 10 წლით, ზურაბ ქუთელიას -7 და არტიომ აგაჯანოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, ბექა კირვალიძე დარბაზიდან გააძევეს. ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ვარაუდზე დაყრდნობილი არის აღნიშნული განაჩენი, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო არის და ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ამას აუცილებლად ვუკავშირებ დავით როსტომაშვილის პირდაპირ მონაწილეობას აღნიშნულ საქმეში და მის ხელის ფათურს ამ საქმეში“,-განაცხადა გიორგი ბარდაველძემ.
კომენტარები