NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

14 მარ 2018 ახალი ამბები 622 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში.

კომიტეტის წევრებმა ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს და შესაბამისი რეზოლუციების პროექტები მიიღეს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის საკითხი და კოპენჰაგენის დეკლარაციის პროექტი ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის შესახებ მომავლის ევროპაში.

დღესვე, კომიტეტის წევრებმა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გაცნობითი მემორანდუმები განიხილეს, მათ შორისაა: შარიას სამართლის თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა – ევროპის საბჭოს და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის გამოწვევა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურები სასამართლო განხილვის გარეშე: უპირატესობები და რისკები.

სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის პასუხები.

სხდომის დასასრულს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ვენეციის კომისიის 2018 წლის შეხვედრებზე კომიტეტის წარმომადგენელები დანიშნა.

 

კომენტარები

ეკა ბესელია სხდომა შეხვედრა 2018-03-14
სოსო ელისაშვილი
Tags ეკა ბესელია სხდომა შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზუგდიდში სკოლის მოსწავლე გულმკერდის არეში დაჭრეს

შემდეგი სტატია

ზუგდიდში შიდა გზების ორმული შეკეთება იწყება

მსგავსი სტატიები

გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

12 ივლ 2018
ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

05 ივნ 2018
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე მთაწმინდის ფერდობის დამწვარ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვს

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე მთაწმინდის ფერდობის დამწვარ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვს

სოსო ელისაშვილი 10 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge