NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართ“

„არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართ“

14 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 579 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, ,,ციანიდის საქმეც”, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი.

მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის; მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ,,ელგებეტე” პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას; რომ იგი იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის…. და ა.შ.

მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიტიკურ თამაშებში.

როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი.

მივმართავთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისა და ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება, არ აყვნენ ცილისწამებებს, პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ ბოროტ ქმედებებს.

ვფიქრობთ, მალე გაირკვევა, სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და ეს, რას ემსახურება.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია კი, უფლის მადლით, იყო, არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს; განხორციელებული შემოტევები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს“,-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები

განცხადება ეკლესია მართმადიდებელი ეკლესია საპატრიარქო უმაღლესი იერარქი 2018-03-14
სოსო ელისაშვილი
Tags განცხადება ეკლესია მართმადიდებელი ეკლესია საპატრიარქო უმაღლესი იერარქი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია

შემდეგი სტატია

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი დაშორდნენ

მსგავსი სტატიები

თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება

თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება

25 მაი 2018

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელ პირებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

სოსო ელისაშვილი 04 ოქტ 2018
საქართველოში ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოში ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

06 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge