NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვლადიმერ ჯანჯღავა: სალაყაიას მიერ გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი უსიტყვოდ იქნება აღდგენილი სამსახურში

ვლადიმერ ჯანჯღავა: სალაყაიას მიერ გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი უსიტყვოდ იქნება აღდგენილი სამსახურში

13 მარ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 371 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კომპანია „ბადაგონის“ ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა საწარმოს ყველა თანამშრომელს მიმართავს, კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს და აცხადებს, რომ „ბადაგონი“ დღეს ნამდვილად გადასარჩენია და სალაყაიას მმართველობისგანაა გადასარჩენი: “ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გულისხმობს ქარხნის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრებას,  და ყველას დარწმუნებას, რომ ირგვლივ ყველა მტერია, ხოლო ერთადერთი მხსნელი ბატონი სალაყაიაა. ზუსტად ასე ხდება ახლა. გარწმუნებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ჩვენ ერთად გადავარჩენთ „ბადაგონს“! – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.

„ბადაგონის“ ამჟამინდელმა მმართველმა გიორგი სალაყაიამ რამდენიმე დღის წინ საწარმოს თბილისის ოფისის მუშაობა შეაჩერა და განაცხადა, რომ კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმში გადაიყვანა. მისი მმართველობის ბოლო პერიოდში საწარმომ დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

ვლადიმერ ჯანჯღავა „ბადაგონის“ ყველა თანამშრომელს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთად გამოსვლას სთავაზობს: „სამწუხაროდ, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.

მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზრაურებას დროულად ვერ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, მე ვახერხებდი თანხა ყოველთვის გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.

ამ დროს კი ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა… ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა“ – საწარმოს ინვესტორი თხოვნით მიმართავს ყველა თანამშრომელს, რომ არ წამოეგონ სალაყაიას პროვოკაციას და იფიქრონ მომავალზე, ქარხნის გადარჩენაზე: „ნუ წამოეგებით სალაყაიასა და მისი თანამზრახველების შანტაჟს. ყველა აქამდე გათავისუფლებული თანამშრომელი ან ისინი, ვისაც სალაყაია ჩვენი სასამართლო განხილვის დროს გაათავისუფლებს, უსიტყვოდ იქნებიან აღდგენილი სამსახურში“ – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.

ამ წერილის მიზანია, ხალხს ავუხსნათ ის რთული მდგომარეობა და კომპანია “ბადაგონის“ გაკოტრების რეალური საფრთხე, რაც სალაყაიას დირექტორობის პირობებში გარდაუვალია…

მე, ვლადიმერ ჯანჯღავა ვაცხადებ, რომ ქარხანა „ბადაგონი“, რომელიც ავაშენე მამაჩემის ალექსანდრე  ჯანჯღავას პატივსაცემად და მისის სახელობისაა, რომელშიც 10 წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელე, დღეს საფრთხეშია. ტელევიზიებსა და სოციალურ სივრცეში ვუცქერ ყოვლად აღვირახსნილ და უსამართლო კამპანიას ლოზუნგით – „გადაარჩინეთ ბადაგონი“

ვინ უნდა გადაარჩინოს ბადაგონი და ვისგან? ჩემგან, თემურ უბილავასგან თუ საქართველოს ხელისუფლებისგან?!

ამ სამარცხვინო კამპანიის ფარგლებში, ბატონი გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს –  ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას…

სამწუხაროს, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.

მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზრაურებას დროულად ვერ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, მე ვახერხებდი თანხა ყოველთვის გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.

ამ დროს კი ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა… ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა…

ახლა კი თანამშრომლებს მოუწოდებს ჩაწერონ ვიდეომიმართვები, სადაც მოითხოვენ „გადამრჩენის“ ხელშეუხებლობას და „ბადაგონის გადარჩენას“.

დიახ, ბადაგონი დღეს ნამდვილად გადასარჩენია და სალაყაიას მმართველობისგანაა გადასარჩენი.

სალაყაიას მოღვაწეობის მიზანი წლების განმავლობაში იყო საწარმოს რეიდერული მითვისების გეგმა. მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობის თანხები იხარჯებოდა წარუმატებელი პროექტების განხორციელებაზე და საწარმო ეწირებოდა მის გაუაზრებელ ფინანსურ პოლიტიკას. სალაყაიას ლიდერის პოზიცია სჭირდება ხელისუფლების დაშანტაჟებისთვის, რასაც ახლა სჩადის და რითიც მთავრობისგან ჩადენილი დანაშაულის ინდულგენციას ითხოვს.

როგორ შეიძლება საქართველოში დარგის ლიდერი იყოს კომპანია, რომელსაც მთელი ამ ხნის არსებობის მანძილზე 18 მილიონ ბოთლ ღვინოზე ნაკლები აქვს გაყიდული? სალაყაია თაღლითობაშია ლიდერი, და არა წარმოებაში.

ბადოგონის ყველა თანამშრომელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ჩვენ ერთად აღვადგენთ სამართლიანობას.

ნუ წამოეგებით სალაყაიასა და მისი თანამზრახველების შანტაჟს. ყველა აქამდე გათავისუფლებული თანამშრომელი ან ისინი, ვისაც სალაყაია ჩვენი სასამართლო განხილვის დროს გაათავისუფლებს, უსიტყვოდ იქნებიან აღდგენილი სამსახურში.

და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს ჩემს ინტერესს საწარმოს განვითარებაში.  ამ დროისთვის „ბადაგონს“  „გრაკოროსთვის“ დარჩენილი აქვს  გადასახდელი ვალი – 5 მილიონი დოლარი.

მე გპირდებით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, არ ვაპირებ სასამართლოს გზით ვალის დაბრუნებას და არ ვიქნები კომპანიის გაკოტრების მონაწილე.

ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გულისხმობს ქარხნის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრებას,  და ყველას დარწმუნებას, რომ ირგვლივ ყველა მტერია, ხოლო ერთადერთი მხსნელი ბატონი სალაყაიაა. ზუსტად ასე ხდება ახლა. გარწმუნებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ჩვენ ერთად გადავარჩენთ „ბადაგონს“!

[R]

კომენტარები

ბადაგონი გიორგი სალაყაია ვლადიმერ ჯანჯღავა შპს ბადაგონი 2018-03-13
სოსო ელისაშვილი
Tags ბადაგონი გიორგი სალაყაია ვლადიმერ ჯანჯღავა შპს ბადაგონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან“

შემდეგი სტატია

კამერონ დიაზმა სამსახიობო კარიერა დაასრულა

მსგავსი სტატიები

რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება

19 დეკ 2017

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი დაკავებულია

30 ოქტ 2017

17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38.6 % შეადგინა

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge