საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული საქმე შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერი ანდრეი ლისენკო სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
„წინასასამართლო გამოძიების ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ნიდერლანდების სამეფოში გაგზავნილია მოთხოვნა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ, რათა ჩატარდეს პროცესუალური და საგამოძიებო ქმედებები ეჭვმიტანილ სააკაშვილის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული საქმე კანონის შესაბამისად შეჩერებულია, რათა მოხდეს საპროცედურო ვადების შემცირება მანამდე, სანამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შედეგებს მივიღებთ“, – წერს ლისენკო.
კომენტარები