რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას „ევროპულ საქართველოში“ გამოეხმაურნენ. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის უპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის საზიანო და მავნებლური.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო განცხადებას ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენი მტერი გამოიყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და სწორედ ასეა, რუსეთის ფედერაცია ახლა ციტირებს საქართველოს პრემიერმინისტრს და „ეთანხმება“ მას, რომ დიახ, ეს არის ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ ძალიან უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას. კვირიკაშვილის ამ მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ“,-განაცხადა ბოკერიამ.
რუსეთის საგარეო უწყებაში საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
კომენტარები