NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კომისიამ „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა

კომისიამ „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა

13 მარ 2018 ახალი ამბები 580 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა. კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით, 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

წარმოების ფარგლებში კომისიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, რამდენიმე ეტაპიანი ბაზრის კვლევა და ანალიზი ჩაატარა. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა,  რომ მხარეებზე  დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“  „ჯეოსელის“ 100 %-იანი წილის შეძენაზე  წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ანალიზის შედეგების მიხედვით აღნიშნული ტრანზაქციის შემაფერხებელი გარემოება არ გამოიკვეთა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანია „ჯეოსელსა“ და „სილქნეტს“  მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტების პირობებს შეცვლის, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და  ინდივიდუალურად უნდა აცნობონ. ცვლილებების შესახებ კომპანიებმა ასევე ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა უწყებას საკითხის შესწავლისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა ჰქონდეს.

ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კომისიამ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება, რომ აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება და მათ დაუტოვონ შესაძლებლობა სხვა სერვისებისგან დამოუკიდებლად მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.

რაც შეეხება საბითუმო მომსახურეობის ბაზარს, კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით, მხარეები აღნიშნულ ბაზარზე  ვერ შეზღუდავენ კონკურენტ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ,  ვერ შეძლებენ საბითუმო მომსახურეობის ბაზარზე ფასებისა და პირობების გაუარესებას. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზარს „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ წილის შეძენის ტრანზაქცია ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან  თავსებადია.

შეგახსენებთ, რომ შპს „ჯეოსელმა“ და სს „სილქნეტმა“,  შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე, კომუნიკაციებს ეროვნულ კომისიას თანხმობის მიღების თხოვნით 2018 წლის 6 თებერვალს მიმართეს.

კომენტარები

მარეგულირებელი კომისია სილქნეტი შესყიდვა წილი ჯეოსელი 2018-03-13
სოსო ელისაშვილი
Tags მარეგულირებელი კომისია სილქნეტი შესყიდვა წილი ჯეოსელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბაშარ ასადის ბიძას საფრანგეთსა და ესპანეთში უძრავი ქონების 500 ობიექტი ჩამოართვეს

შემდეგი სტატია

„ვერაფრით ახსნა კალაძემ, რატომ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 30 000 ლარი და ამის გადასაფარად გამოხტა დილაუთენია“

მსგავსი სტატიები

რუსი მოხელის განცხადებით საქართველომ რუსეთს დახმარება სთხოვა

28 აგვ 2017
გიორგი ჭანტურია: ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ ეს დანაშაული ჩემს თავზე ამეღო

გიორგი ჭანტურია: ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ ეს დანაშაული ჩემს თავზე ამეღო

20 იან 2018
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

20 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

    რუმინეთში არ შეუშვეს რუსეთის მოქალაქე და თან ასეთი ბეჭედი “ჩაურტყეს“

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge