უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი სუმბატ თბილისკი დააკავა. საქართველოს მოქალაქე ხარკოვის ოლქში დააკავეს. როგორც უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის მიერ ძებნაში იყო გამოცხადებული.
„მესაზღვრეებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, ხარკოვის ოლქში, საზღვრიდან 50 მეტრის დაშორებით აღმოაჩინეს და დააკავეს პირი დოკუმენტების გარეშე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში გადასვლას ცდილობდა. როგორც აღმოჩნდა, დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტი სუმბატ თბილისკია. დაკავებული უკრაინაში ძებნაში იყო გამოცხადებული უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის გამო“, – ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახური განცხადებაში.
დაკავებული უკრაინელმა მესაზღვრეებმა პოლიციას გადასცეს.
კომენტარები