NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს

12 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 191 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერმინისტს, გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს.

“მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზადაა წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი  იქნებოდა  მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ჟენევაში.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს ადარდებს, რომლებიც რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება.  კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.

“ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, – წერია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

განცხადება გიორგი კვირიკაშვილი რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018-03-12
სოსო ელისაშვილი
Tags განცხადება გიორგი კვირიკაშვილი რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალიევი კვირიკაშვილს: ამ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა

შემდეგი სტატია

„კვირიკაშვილის ამ მიმართვას რუსეთი მომავალშიც გამოიყენებს საკუთარი ინტერესებისთვის“

მსგავსი სტატიები

სასამართლომ საქართველოს სასჯელაღსრულების N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო

19 სექ 2017

„შეიძლება უცებ ჩამოინგრეს და ქვემოთ მცხოვრები ხალხი ჩამარხოს“

26 ოქტ 2017
კახა კალაძე: ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ

კახა კალაძე: ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge