NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს

ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს

12 მარ 2018 ახალი ამბები 501 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
11-12 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ  ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან  ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ.
გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში წელს წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა”, „ბაბანეურის მარანი”, „ნათენაძის მარანი”, „შატო ხაშმი”, „მეღვინეობა ეთნო”, „მეღვინეობა ველინო”, „ნიკალას საოჯახო მარანი”, „მეღვინეობა ტიბაანი”.
გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი,  ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).გამოფენზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა  ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.
საქართველო ,,RAW WINE”-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კომენტარები

ლონდონი ღვინო წარდგენა 2018-03-12
სოსო ელისაშვილი
Tags ლონდონი ღვინო წარდგენა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაატაროს ცალკე ორგანომ“

შემდეგი სტატია

პოლიციამ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

მსგავსი სტატიები

„საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში“

„საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში“

05 თებ 2019
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

14 სექ 2017
სამუშაო პირობების გაუმჯობესება – სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს

სამუშაო პირობების გაუმჯობესება – სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს

08 თებ 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge