პრემიერმა სამი დღის წინ დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა თავისი მიმართვით და დღეს იმ შეცდომის გამოსასწორებლად ქართული ოცნება მიდის ახალ და კიდევ უფრო მძიმე შედომაზე – ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით
დავით ბაქრაძის განცხადებით: ,,უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საუბარი ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნიშნავს პანდორას ყუთის გახსნას, რომლითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს რუსეთი და შეეცდება რომ საერთოდ გააქროს ჟენევის ფორმატი და სხვათაშორის ამ მიზნით გამოიყენოს კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც. ამიტომ ასე მოუმზადებლად, ჩვენს პარტნიორებთან პარტნიორობის გზის გარეშე ასე უბრალოდ იმისთვის, რომ გამოასწორო წინა წერილის შეცდომა, გადაფარო და რაღაც ახალი თქვა ვითომ კარგია.ჟენევის ფორმატთან თამაში მიმაჩნია უაღრესად საშიშად და საზიანოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის.’’
კომენტარები