მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, იმისათვის, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს, საჭიროა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ჩაატაროს.
„წარმოდგენილი არის ახალი წესი, რომელიც ოდნავ დახვეწს იმ პროცედურას, რომელიც აქამდე უკვე არსებობდა, თუმცა ბუნებრივია, საბჭომაც ძალიან კარგად იცის, რომ რჩება კითხვის ნიშნები, იქნება თუ არა ტესტი დაცული, იქნება თუ არა სრული ანონიმურობა გამომცდელებსა და გამოსაცდელებს შორის. იმისთვის, რომ საბჭოც და კანდიდატებიც იყვნენ მშვიდად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტესტი ჩაატაროს ცალკე ორგანომ, ვინც ძალიან კარგად დაადასტურა, რომ იცის თავის საქმე“,-განაცხადა დოლიძემ.
კომენტარები