მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 000 ლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განცხადება შეაქვს. ხაბეიშვილის თქმით, წარმოუდგენელია, მერიის სარეზერვო ფონდიდან ბიზნესმენისა და მილიონერის დაფინანსება.
„რა განსხვავებაა დავით ნარმანიასა და კახი კალაძეს შორის, როცა დავით ნარმანია პროკურორებს აფინანსებდა და კახი კალაძემ გადაწყვიტა ბიზნესმენების დაფინანსება, წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც 94 ათასი სოციალურად დაუცველია, მათ 120- 200 ლარზე მედიკამენტებზე ეუბნებიან ხშირ შემთხვევაში უარს, ამ დროს დააფინანსო მერიის სარეზერვო ფონდიდან ბიზნესმენი, მილიონერი ლევან გაჩეჩილაძე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარები