NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მე მხარს ვუჭერ „საქართველო ყველასია“ პრეზიდენტის ვარიანტს“

„მე მხარს ვუჭერ „საქართველო ყველასია“ პრეზიდენტის ვარიანტს“

12 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 584 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„2018 წელს არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის განვითარების მიმართულებას. თუ იგი იქნება – „ვინ მოგვერევა მე და ბიძინას“ სულისკვეთებიანი „ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის წევრი, ანუ „ოცნების ფარი“, მაშინ ქვეყანას უბიძგებს დამღუპველი სტაგნაციისკენ. თუ იქნება „ჯერ ბიძინა და „ოცნება“ გავუშვათ და დანარჩენი გამოჩნდება“ ფორმულით გაერთიანებული ჭრელი ოპოზიციური ლაშქრის ლიდერი, ანუ „ოპოზიციის ხმალი“, მაშინ ის ქვეყანას მორიგი რევოლუციის უფსკრულისკენ წაიყვანს. თუ იგი იქნება „საქართველო ყველასია და მე ყველას სახელმწიფოს მეთაური ვარ“ პლატფორმის მქონე ზეპარტიული და არა აპოლიტიკური, მაშინ იგი უზრუნველყოფს განვითარებას და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დამყარებას.

მე მხარს ვუჭერ „საქართველო ყველასია“ პრეზიდენტის ვარიანტს, რადგან სწორედ ასეთ მეთაურს ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუციური მოდელი. „ოცნების ფარი“ პრეზიდენტიც და „ოპოზიციის ხმალი“ პრეზიდენტიც არასწორ გზაზე დააყენებს პროცესებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილთან მართავს კონსულტაციებს.

„ასეთ ჭორებს რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ვისაც სურს „ოცნების“ მორჩილი, პასიური და სიმბოლური პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები არც კანდიდატად და არც მხარდამჭერად; ვისაც სურს რევანშისტი და მორიგი რევოლუციის ბელადი პრეზიდენტი, მე არ გამოვადგები; ვისაც სურს პოპულისტი და სანახაობების გამმართავი პრეზიდენტი, არც მათ გამოვადგები; ვისაც სურს საზოგადოების გამაერთიანებელი, პოლიტიკური კომპრომისების მაძიებელი, პოზიტიური, ოპტიმისტი და სათანამშრომლო გარემოს დამმკვიდრებელი პრეზიდენტი, მეც შეიძლება გამოვადგე როგორც კანდიდატად, ისე მხარდამჭერად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამ შესაძლო სცენარზე ისაუბრა. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება ან რევოლუციური, ან სტაგნაციური, ან ევოლუციური.

„დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით პოლიტიკური ცხოვრების არსებული ვითარება აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ცვლილება მოსალოდნელია სამიდან რომელიმე მიმართულებით: 1) რევოლუციური – „ოცნების“ კრახი და რევანშისტული ან/და პრორუსული ძალების აღზევება; 2) სტაგნაციური – სახელმწიფო-ადმინისტრაციულ სისტემასთან ბოლომდე შეზელილ-გაბიუროკრატებული „ოცნება“, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის; 3) ევოლუციური – კანონის ფარგლებში მოქმედი და ერთმანეთის დამბალანსებელი ძლიერი ინსტიტუტები; ძალაუფლების მონოპოლისტი კონგლომერატის რელსებიდან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის რელსებზე გადასული „ოცნება“, რომელიც ან სახელისუფლებო კოალიციაში ერთიანდება პროევროპულ ძალასთან, ან ოპოზიციაშია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

დავით უსუფაშვილი ოპოზიციის ხმალი ოცნების ფარი პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველო ყველასია 2018-03-12
სოსო ელისაშვილი
Tags დავით უსუფაშვილი ოპოზიციის ხმალი ოცნების ფარი პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველო ყველასია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

შემდეგი სტატია

„უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული“

მსგავსი სტატიები

მდინარაძე: აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე

მდინარაძე: აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე

ირაკლი შალიკაშვილი 25 ოქტ 2021

„როდესაც მივიღებთ მტკიცებულებას, რომ სხვა პირმაც ჩაიდინა დანაშაული, სავარაუდოდ ის სხვა პირიც მიეცემა პასუხისგებაში“

05 დეკ 2017
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება

ირაკლი შალიკაშვილი 21 იან 2020

უახლესი ამბები

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

  • მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

    მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge