NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

12 მარ 2018 ახალი ამბები 803 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი განხორციელდა. „საქსტატის” მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ისტორიული მაქსიმუმია, აქამდე ყველაზე მაღალი შემოდინება 2014 წელს ფიქსირდებოდა და 1 818 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რასაც 44 მლნ აშშ დოლარით (2.4 პროცენტით) აღემატება 2017 წლის უცხოური ინვესტიციების შემოდინებები.

„საქსტატის” ცნობით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 497.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 89.1 პროცენტით (234.3 მლნ. აშშ. დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2017 წელს მნიშვნელოვნად 114 პროცენტით (156.9 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით (150.4 მლნ. აშშ. დოლარით) და 304.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61 პროცენტიანი ზრდა (71.5 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 188.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების და სასტუმროების და რესტორნების სექტორში. ინვესტიციების ზრდამ უძრავი ქონების სექტორში 68 პროცენტი (64.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტი), ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორში 58 პროცენტი (33.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) შეადგინა. ინვესტიციების მოცულობა აღნიშნულ სექტორებში კი შესაბამისად 159.8 მლნ. აშშ. დოლარი და 90.0 მლნ. აშშ. დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ იზრდება ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, სამთო მოპოვებით მრეწველობას, დამამუშავებელ მრეწველობას, ენერგეტიკასა და მშენებლობას. რეალურ სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 39.3 პროცენტით (173.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და 615.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე. მისი შეფასებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო პოზიტიურ გავლენას განაპირობებს.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი 2018-03-12
სოსო ელისაშვილი
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ავიაკატასტროფას წინასაქორწინო წვეულებაზე მყოფი პატარძალი და მისი მეგობრები ემხვერპლნენ

შემდეგი სტატია

„მე მხარს ვუჭერ „საქართველო ყველასია“ პრეზიდენტის ვარიანტს“

მსგავსი სტატიები

ბექა დავითულიანი: „სიმბოლიკის დევნა ნაციონალური მოძრაობის სტილი იყო“

ბექა დავითულიანი: „სიმბოლიკის დევნა ნაციონალური მოძრაობის სტილი იყო“

04 მაი 2018
სოც.მუშაკების პროტესტი – ათასობით მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება, სათანადო ყურადღების გარეშეა დარჩენილი

სოც.მუშაკების პროტესტი – ათასობით მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდება, სათანადო ყურადღების გარეშეა დარჩენილი

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2019
დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

20 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge