პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 14 მარტსევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაშიმონაწილეობას მიიღებს.
კომიტეტზე იმსჯელებენ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე და ადამიანისუფლებათა ვალდებულებებზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე და კენჭს უყრიან შესაბამის რეზოლუციისპროექტებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება ევროპის საბჭოს წევრქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის საკითხი და კოპენჰაგენის დეკლარაციის პროექტი ადამიანისუფლებათა ევროპული სისტემის შესახებ მომავლის ევროპაში.
კომიტეტის წევრები გაცნობით მემორანდუმებს განიხილავენ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: შარიას სამართლისთავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანისუფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა – ევროპის საბჭოს და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის გამოწვევა; სისხლისსამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურები სასამართლო განხილვის გარეშე: უპირატესობები დარისკები.
სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის პასუხებზე.
კომენტარები