ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გვიან ღამით, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან გადმოიყვანეს. ექიმ დავით ფულარიანის განცხადებით, დღეს, რეფლექსები არის შედარებით უკეთესი, ვიდრე ოპერაციამდე, თუმცა პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ბავშვი მედიკამენტების მოქმედების ქვეშ არის.
„მდგომარეობა მძიმე რჩება, არის აპარატულ სუნთქვაზე. ხველის რეფლექსი გამოჩნდა დღეს, რეფლექსები არის შედარებით უკეთესი, ვიდრე ოპერაციამდე იყო. დეკომპრესია გაკეთდა, იქ ცდომა იყო ტვინის, შვიდ სანტიმეტრამდე. პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ბავშვი მედიკამენტების მოქმედების ქვეშ არის და სრულად მისი შეფასება ვერ ხდება“,-განაცხადა დავით ფულარიანმა.
„შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მშენებარე კორპუსში თანატოლებთან ერთად სათამაშოდ იყო შესული, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
კომენტარები