რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც ბორჯღალოსნები რუსეთს დაუპირისპირდებიან, დღეს, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა რუსეთში კრასნოდარში გაიმართება.
1tv.ge-ის ინფორმაციით, წელს მოედანზე პირველად ვიხილავთ გამოცდილ ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს, რომლისთვისაც ეს 109-ე სანაკრებო თამაში იქნება. ძირითად შემადგენლობაში იქნება ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი, რომელმაც ესპანეთთან შეხვედრაში ფულბეკად ირჯებოდა, ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად დადგება.
გიორგი ნემსაძე, რომელიც ბორჯღალოსნების კაპიტანია, მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
ქართველ მორაგბეებს რუსებთან უკვე 20 წელია, არ წაუგიათ.
https://www.facebook.com/GeorgianRugby/posts/1639758042787955
კომენტარები