ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვედრაზე დაპატიჟა. დონალდ ტრამპმა საჯაროდ თანხმობა გამოთქვა მსგავს შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შესაძლო შეხვედრის შესახებ განცხადება სამხრეთ კორეის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი თანახმაა შეაჩეროს ბირთვული იარაღის გამოცდები და „მხარს უჭერს ბირთვულ განიარაღებას“.
ტრამპის თქმით, განვითარებული მოვლენები დიდი პროგრესის მაჩვენებელია ჩრდილოეთ კორეის საკითხში, თუმცა, როგორც BBC წერს, ანალიტიკოსები მის ოპტიმიზმს არ იზიარებენ. მათი თქმით, მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისთვის ჩვეულებრივ დიდი დრო და მომზადებაა ხოლმე საჭირო. ანალიტიკოსების თქმით, ასეთ რეჟიმში დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა არ იყოს შედეგის მომტანი.
კომენტარები