პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს განახლდება. მმართველი გუნდი და უმცირესობა სანქციებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ორივე რეზოლუციაში სულისკვეთება არის ერთი და იგივე და საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს რეზოლუცია, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
„ამ თემაზე კინკლაობა ჩვენი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, ასე რომ ვინც ამ საკითხებზე კინკლაობს, პრობლემას ქმნის ის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ორივე რეზოლუციაში სულისკვეთება არის ერთი და იგივე, არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისკენ და ოკუპაციის დაგმობისკენ მიმართული, ასევე არის გამოკვეთილი ის კონკრეტული მსხვერპლები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა და კონკრეტულად, თუ რა ფორმას მიიღებს და ის გარკვეული ტექნიკური განსხვავებები, რომლებიც არის დოკუმენტებს შორის, როგორ აისახება, ამაზე როგორც იცით კონსულტაციები მიმდინარეობს“,-განაცხად თამარ ჩუგოშვილმა.
კომენტარები