„ტოიოტა კავკასიამ“ (TCA) რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კავკასიის რეგიონის ჟურნალისტებისთვის 1 მარტს ახალი თაობის „კამრის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ყველა წამყვანი მედია საშუალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს მასატო კაცუმატა (Masato Katsumata), ახალი კამრის მთავარი ინჟინერი ესტუმრა, რომელმაც დამსწრე ჟურნალისტებს თავად წარმოგვიდგინა ახალი ტოიოტა კამრი. როგორც „ტოიოტა კავკასია“-ში აცხადებენ, ამ რანგის სტუმარი ტოიოტა მოტორ კორპორაციიდან საქართველოს პირველად ეწვია.
ჟურნალისტები, მათ შორის საქართველოშიც, არაერთხელ ესწრებიან ავტომობილების ახალი მოდელის პრეზენტაციას. მსგავსი სიახლეები ქართველ მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ახალი ავტომობილის მთავარ ინჟინერთან საუბარი იშვიათი მოვლენაა. ერთია, როდესაც ახალი ავტომობილის პრეზენტაციას კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი მართავს და სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა, როდესაც ამას თავად ამ ავტომობილის შექმნაში ჩართული წამყვანი პირი მოგითხრობს მისი შექმნის დეტალებს.
მასატო კაცუმატამ პრეზენტაციაზე დიდი ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მე-8 თაობის კამრი პირველი ავტომობილია, რომელიც სრულად ითვალისწინებს „ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის“ (TNGA – Toyota New Global Architecture) დიზაინისა და ინჟინერიის ფილოსოფიას. სწორედ ამ დასაწყისიდანვე, სრულიად ახალი კამრის განვითარება ორ მთავარ საფუძველს: პერფორმანსს (მართვის დინამიკა, NVH, QDR და კომპლექტაცია) და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს (მაღალ ტექნოლოგიური მახასიათებლები, კომფორტი და უსაფრთხოება) ეყდნობა.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და მაქვს საშუალება, რომ პირადად წარვუდგინო კავკასიელ მომხმარებლებს ახალი ტოიოტა კამრი. ბევრ სიახლეზე შეგვიძლია საუბარი, თუმცა მთავარია „უპრეცედენტო ცვლილება“. თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, საიდან ეს „უპრეცედენტო ცვლილება“?
თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, მომხმარებლებს ავტომობილთან უნდა ჰქონდეთ ემოციური კავშირი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეხდინა „უპრეცედენტო ცვლილება“ ემოციური მიმართულებით. ამის ერთ-ერთი შედეგი კი არის დახვეწილი დიზაინი, რომელიც ახალ კამრის აქვს. ყველანაირი ლოგიკის გარეშე, ის უბრალოდ მაგარია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მასატო კაცუმატამ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ავტომობილი ყველა ასპექტში იქნა ოპტიმიზირებული, ხმის იზოლაციით დაწყებული, დამთავრებული ხელსაწყოთა ახალი პანელით და დაწეული ხუფით, რაც აუმჯობესებს ხილვადობას. ახალი კამრის სალონი ტევადია და ხაზს უსვამს „ტოიოტას“ ოსტატურ ბალანსს სივრცესა და პრაქტიკულობას შორის.
იმ ძირითადი ღირებულებების (QDR – ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა) შენარჩუნების პარალელურად, რომლებმაც ასე პოპულარული გახადა ავტომობილი, სრულიად ახალი კამრი მძღოლს სთავაზობს ექსტერიერისა და ინტერიერის შთამბეჭდავ დიზაინს, უსაფრთხოებას, ინოვაციურ ტექნოლოგიას და მართვით მიღებული სიამოვნების ახლად აღმოჩენილ საფეხურებს.
ზოგადად, ყოველი ახალი ავტომწარმოებელი ახალი მოდელის პრეზენტაციისას შთამბეჭდავ სიტყვებსა თუ ციფრებს იყენებს მომხმარებლის მოსაზიდად, თუმცა, ავტომობილის რეალური სახე არა ფურცელზე დაწერილ მონაცემებიდან ჩანს, არამედ ტრასაზე. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებს მოგვეცა საშუალება რუსთავის ავტოდრომზე კამრის „რეალური სახე“ დაგვენახა. ტესტდრაივის შესაძლებლობა გვქონდა როგორც ავტოდრომის პატარა ტრეკზე, ასევე დიდზე.
პატარა ტრეკზე შესაძლებლობა გვქონდა ერთმანეთს ორი კამრი – ახალი და აქამდე არსებული მოდელი შეგვედარებინა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ყველა მოელის, რომ ნებისმიერი ავტომობილის ახალი მოდელი წინას სჯობს, თუმცა ამ შემთხვევაში სხვაობა საკმაოდ დიდია. გაუმჯობესება განსაკუთრებით იგრძნობა ხმის იზოლაციასა და კომფორტის მხრივ. ყველას დიდი მოლოდინი გვქონდა დიდი ტრეკზე კამრის ტესტდრაივის მიმართ. უახლესი ავტომობილის ავტოდრომზე გამოცდის საშუალება ყოველდღე როდია შესაძლებელი.
დიდ ტრეკზე გასვლისას ჟურნალისტებს სიურპრიზი დაგვხვდა. როგორც აღმოჩნდა ჩვენ არამხოლოდ ახალ კამრის, არამედ, შესადარებლად მისი სეგმენტის მთავარი კონკურენტების გამოცდის საშუალებაც მოგვეცა. წარმოდგენილი იყო როგორც იაპონური კონკურენტი, ასევე სამხრეთ კორეული და გერმანული.
შეფასებები იქეთ იყოს და დიდ ტრეკზე ავტომობილების გამოცდა შესანიშნავი გამოცდილებაა, რომელიც ყველა ავტომოყვარულმა უნდა გამოსცადოს.
როგორც გერმანული ავტომობილების მოყვარულმა მეგონა ტესტდრაივის ბოლოს უხერხული პასუხის გამოცემა მომიწევდა კითხვაზე – „რომელი ავტომობილი მოგეწონათ ყველაზე მეტად?“ თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტყუილად ვნერვიულობდი. ტესტდრაივმა აჩვენა, რომ ახალმა „ტოიოტა კამრიმ“ ღირსეულად გაიარა ყველა გამოცდა და ნამდვილად დაადასტურა „უპრეცენდენტო ცვლილებების“ დაანონსებული ეფექტი.
მე-8 თაობის კამრით „ტოიოტამ“ ხარისხისა და კომფორტის მხრივ სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა .რაც შეეხება საიმედოობას, ამაში „ტოიოტას“ ისედაც ბადალი არ ჰყავს.
ახალი ტოიოტა კამრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან : „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“.
[R]
კომენტარები