„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ქართველი კულტურის მოღვაწეების მიერ რუსეთში კონცერტების გამართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ყველას აქვს თავისუფალი ნება, რომ მოიქცეს ისე, როგორც თვლის საჭიროდ – მოსკოვში წასვლებს ვგულისხმობ.
ოღონდ, ჩვენც გვაქვს თავისუფლება, მე ვიტყოდი – ვალდებულებაც – რომ ამ ადამიანებს აღარ მივესალმოთ, მათ კონცერტებზე აღარ წავიდეთ და ასე გამოვხატოთ ჩვენი შეფასება მტრული სახელმწიფოსადმი მათი მაამებლური ქმედებების მიმართ.
ძალიან გული დამწყდება, თუ ასეთ ხალხში ისინი მოხვდებიან, ვისაც აქამდე პატივს ვცემდი, მაგრამ ქვეყნის ერთულების პრინციპი უფრო მაღლა დგას.
ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის პირობებშია“,- წერს რურუა.
https://www.facebook.com/nika.rurua.9/posts/1935237359881458?pnref=story
კომენტარები